საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, შესარჩევი ციკლის B ლიგის სარეიტინგო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, სან მარინოში მიემგზავრება.
სანდრო კობახიძის გუნდი 2 აპრილიდან შეიკრიბება. შეკრებას ანდრია ფოცხვერია და თორნიკე კვარაცხელია 8 აპრილს შეუერთდებიან - 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 4, 6 და 8 აპრილს ბულგარეთში გასამართ უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებენ.
შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს, ჩვენი გუნდის კალენდარი კი ასეთია:
10 აპრილი | სან მარინო V საქართველო | ეციო კონტი - დოგანა | 13:00;
13 აპრილი | ანდორა V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა | 13:00;
16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა | 13:00.
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი);
მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან კალაძე (სამტრედია), საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ ფოცხვერია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილვა (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი);
თავდამსხმელები: არი დემირი (ნიურნბერგი, გერმანია) სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), გაბრიელ თაკვარელია (ტორპედო ქუთაისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია).
სან მარინოში მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
ფოტო: NAKREBI.GE