VIDEO: გუნდში მე-3 შედეგი ლიდერის წინააღმდეგ - მამუს ტორონტო დეტროიტში დამარცხდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსთან გასვლითი მატჩი წააგო - 116:127.
წინა შეხვედრის მსგავსად, მამუს, ქულების მხრივ, თავის გუნდში მე-3 შედეგი ჰქონდა - 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი. ასევე, 1-1 ჩაჭრა და დაკარგვაც. 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. პარკეტზე 22:01 წუთი გაატარა.