• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საუკეთესო მაისური მუნდიალს მიღმა - მაგრიტი და ბელგია
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

საუკეთესო მაისური მუნდიალს მიღმა - მაგრიტი და ბელგია

13 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა - რუდი გარსიას შეგირდები ესპანეთის ნაკრებთან 2:1 დამარცხდნენ. ისევე როგორც პლეი-ოფის წინა ორ მატჩში, წითელმა ეშმაკებმა ლოს ანჯელესშიც სათადარიგო მაისურებით ითამაშეს - ეს ყველაფერი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევითობა. წლევანდელ მსოფლიო თასზე ბელგიელები ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორმით იწონებდნენ თავს.



“ხელოვნების ნიმუში” - ხშირად გაიგებდით წითელი ეშმაკების სათადარიგო მაისურზე და არც ეს შედარება ყოფილა გადაჭარბებული - ადიდასის ეს მაისური სწორედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის, რენე მაგრიტის ინსპირაციით შეიქმნა.

ცისფერ, ვარდისფერ და თეთრ მაისურს ამშვენებს გრაფიკული პრინტი, რომლებიც ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის ვიზუალურ ენას ფეხბურთის სიმბოლოებთან აერთიანებს - სფეროები, რომლებიც მთელ მაისურზეა დატანილი მაგრიტის 1931 წლის ნამუშევრის - “კოსმოსის ხმის” მინიშნებაა.



არც ისაა შემთხვევითი, თუ როგორაა დამალული სფეროები თხელ ვერტიკალური ზოლებში - ესეც რენე მაგრიტის ხელწერაა.


Le Blanc-Seing (თავისუფალი მანდატი) - რენე მაგრიტი. 1965.


Les enfants trouvés (მიტოვებული ბავშვები) - რენე მაგრიტი. 1968.


ყველაზე თვალსაჩინო მინიშნება კი დიზაინერებმა მაისურის უკანა ნაწილზე დაიტანეს - “Ceci n’est pas un maillot”, რაც ითარგმნება როგორც - ეს არ არის მაისური და ბელგიელი სიურრეალისტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების ხაზის, “გამოსახულებების ღალატის” გამოძახილია.


ეს არ არის ჩიბუხი - რენე მაგრიტი. 1929.


ეს არ არის ვაშლი - რენე მაგრიტი. 1929.


ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც წითელი ეშმაკების მეორე მაისური ბელგიური ფესვების მქონე მსოფლიო დონის სიმბოლოებს მიაგებს პატივს.


2016: ბელგიური ველოსპორტი



2022: Tomorrowland — ბელგიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი



2024: ტინტინი - საკულტო ბელგიური კომიქსის გმირი



ადიდასი და ბელგიის ეროვნული ნაკრები წლებია გვახსენებენ, რომ ხელოვნებას ადგილი ყველგან აქვს - მათ შორის ფეხბურთშიც და მით უმეტეს, საფეხბურთო მაისურებზე.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როდრისა და კუბარსის საოცარი მატჩი: ესპანეთის ნაკრების შეფასებები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრისა და კუბარსის საოცარი მატჩი: ესპანეთის ნაკრების შეფასებები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა პროცენტს ატარებს მესი მოედანზე სიარულში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა პროცენტს ატარებს მესი მოედანზე სიარულში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

როდრისა და კუბარსის საოცარი მატჩი: ესპანეთის ნაკრების შეფასებები

News image

4 სთ წინ

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?

News image

4 სთ წინ

რა პროცენტს ატარებს მესი მოედანზე სიარულში?

News image

1 სთ წინ

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება