UFC-ის სუპერმსუბუქი დიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩზე პროგნოზი გააკეთა.
"ვფიქრობ, ისევ მერაბი მოიგებს. შონის მოგებასაც ვხედავ, თუმცა გულწრფელად მერაბის მოგება მინდა, რადგან ვფიქრობ, რომ მერაბი ჩემთან ბრძოლას აიღებს.
ამ კვირაში შონის ინტერვიუებს ვუყურებ და არ ვიცი, რამდენად დაინტერესებული იქნებ ჩემთან საჩემპიონო ბრძოლით.
იმედია, მერაბი გაიმარჯვებს, რადგან ვიცი, რომ ის არ დაიმალება და ჩემთან იბრძოლებს." - განაცხადა კორიმ.
სავარაუდოა, რომ შონ ო'მალის კიდევ ერთხელ დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილის მორიგი მეტოქე ქამრის დაცვაზე სწორედ კორი სენდჰეგენი იყოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დეივესონ ფიგეირედო მეორე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
8 ივნისს (მეინ ქარდი 06:00 საათიდან) UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩს ვიხილავთ.
მერაბის მხარდაჭერაზე, შემართებაზე, ქამრისკენ გზაზე - ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან