დოპინგ-ტესტირების ორგანო ITIA-მ სერენა უილიამსს 22 თებერვლიდან პროფესიონალურ სპორტში დაბრუნებს უფლება მიანიჭა.
ამის მიუხედავად, გაურკვეველია, განაახლებს თუ არა 44 წლის ვარსკვლავი საჩოგბურთო კარიერას, თუმცა ამერიკული პრესა ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს და არის შანსი, ლეგენდარული მოთამაშე დიდ ჩოგბურთში ისევ ვიხილოთ.
გასულ თვეს, სერენამ ხელახლა გააღვივა სპეკულაციები, როდესაც NBC-ის შოუში Today შესაძლო დაბრუნების შესახებ კითხვებს არ უპასუხა. კომენტარისგან თავს იკავებენ ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) ოფიციალური პირებიც.
სერენა უილიამსს დიდი სლემის 23 ტიტული აქვს მოგებული, ბოლოს მან ეს 2017 წელს გააკეთა, აქტიური საჩოგბურთო კარიერა კი 2022 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ დაასრულა.