ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2026 წელი წარუმატებლად დაიწყო და ჯერჯერობით ასევე აგრძელებს.
ქართველი ჩოგბურთელი ბრისბენის ტურნირისა და AO-ს საკვალიფიკაციო ეტაპების პირველსავე რაუნდში დამარცხდა, შემდეგ კიმპერის ტურნირის მე-2 წრეში წააგო, ამჯერად კი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა ნაადრევად.
მონპელიეში მიმდინარე გათამაშების 1/16 ფინალში, ნიკა 22 წლის იტალიელ ლუკა ნარდის შეხვდა და თამაში 65 წუთში დათმო - 3:6; 3:6.
შედეგად, წელს ჩატარებული 5 მატჩიდან 4 წაგებული აქვს - მხოლოდ მსოფლიოს 719-ე ჩოგან ფრანგ იანის ღაზუანი დურანს მოუგო.
ცნობისთვის, ბასილაშვილი ATP-ის მიმდინარე კვირის რეიტინგში 137-ე ადგილს იკავებს.