სერია A-მ იტალიის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო დიმარკო დაასახელა.
ინტერის მარცხენა ლატერალმა გუნდის ჩემპიონობაში წვლილი 6 გოლითა და 18 საგოლე პასით შეიტანა.
დიმარკომ სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა - ერთ სეზონში 18 ასისტი არც ერთ სხვა ფეხბურთელს შეუსრულებია. აქამდე რეკორდი ატალანტას ექს-კაპიტან პაპუ გომესს ეკუთვნოდა - 2019-20 წლების გათამაშება 16 საგოლე პასით დაასრულა.
უშუალოდ სერია A სეზონის MVP-ის 2018-19 წლების სეზონიდან მოყოლებული ავლენს და 2-ჯერ ჯილდო არავის მოუგია - დიმარკომდე, ქრონოლოგიურად კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი); რაფაელ ლეაუ (მილანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და სკოტი მაკტომინეი (ნაპოლი) გამოარჩიეს.
რაც შეეხება 2025-26 წლების სეზონის სხვა ნომინაციის გამარჯვებულებს, საუკეთესო მეკარე რომას მილე სვილარი გახდა; საუკეთესო მცველი - კალიარის მარკო პალესტრა; საუკეთესო ნახევარმცველი - კომოს ნიკო პასი; საუკეთესო თავდამსხმელი - ინტერის ლაუტარო მარტინესი; ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - იუვენტუსის ქენან იილდიზი.
იტალიის ჩემპიონი ინტერი 21-ედ გახდა და რეკორდსმენ იუვენტუსს 15 ტიტულით ჩამორჩება. კრისტიან კივუს გუნდმა ქვეყნის თასიც მოიგო - ფინალში მაურიციო სარის ლაციო დაამარცხა.