სერია ა-ს სამი მატჩი რომის პაპის დაკრძალვის გამო გადაიდება.
რომის პაპი ფრანცისკი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც გაირკვა, სერია ა-ს შაბათზე ჩანიშნული სამივე მატჩი ვერ ჩატარდება, იმის გამო, რომ ამ დღეს პაპის დაკძალვის ცერემონია უნდა გაიმართოს.
26 აპრილს სერია ა-ს სამი მატჩი: კომო - ჯენოა, ინტერი - რომა და ლაციო პარმა იყო ჩანიშნული.