ესპანელი ვეტერანი სეზარ ასპილიკუეტა სევილიაში ითამაშებს.
ფეხბურთელმა ატლეტიკო მადრიდის 2024/25 სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
დღეს ასპი ანდალუსიაში ჩაფრინდა, სადაც სევილიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
36 წლის ფეხბურთელმა ატლეტიკოში ორი წელი გაატარა (2023-2025), იქამდე კი 11 წლის განმავლობაში ჩელსის ღირსებას იცავდა.