ანდონი ირაოლას განცხადებით, გიორგი მამარდაშვილი ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
„მეკარეს შევცვლი? დიახ. ალისონი გამოცდილი მეკარეა და ძალიან კარგად თამაშობს.
გიორგის ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ, მას ესპანეთში გატარებული წლებიდან კარგად ვიცნობ. ჯერ კიდევ ბორნმუთში, ჩემს აქ მოსვლამდე, კლუბი მის შეძენას ცდილობდა.
ის ძალიან კარგი მეკარეა. ხვალ გიორგი ძირითად შემადგენლობაში იქნება.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
15 სექტემბერს ლივერპული ინგლისის ლიგის თასის მატჩში ტოტენჰემს დაუპირისპირდება.