2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველი მატჩი გამართა იტალიის ნაკრებმა, რომელიც ოსლოში ნორვეგიას ესტუმრა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და პირველივე ტაიმში ანგარიში გამანადგურებელი იყო.
მე-14 წუთზე ანგარიში ალექსანდერ სორლოტმა გახსნა, 34-ე წუთზე სხვაობა ორამდე ანტონიო ნუსამ გაზარდა, რომელმაც პირველი გოლის დროს საგოლე პასი მიითვალა.
42-ე წუთზე კი მარტინ ოდეგორის პასის შემდეგ ერლინგ ჰალანდმა პირველი ტაიმის და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.
ნორვეგიელებმა შესარჩევ ჯგუფში მარტში ორი მატჩი უკვე ჩაატარეს (მოლდოვა, ისრაელი) და იტალიის დამარცხების შემდეგ ჯამში 9 ქულა აქვთ.
სკუადრა აძურამ კი საკვალიფიკაციო ეტაპი საშინლად გახსნა, მომდევნო მატჩი სპალეტის გუნდს 9 ივნისს სახლში მოლდოვასთან ელოდება, სადაც ხასიათის გამოსწორებას შეეცდება.