ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ანტუან გრიზმანი უკვე მზადაა ორლანდოში გაემგზავროს, რათა დაასრულოს თავისი კონტრაქტის გაფორმება, როგორც ორლანდოს ფრენჩაიზის ახალმა მოთამაშემ.
ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის ატლეტიკოს შესვენებას გამოიყენებს, რომ შეერთებულ შტატებში გაემგზავროს და ჩრდილოამერიკულ კლუბში ტრანსფერი დაასრულოს.
ეს მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ატლეტიკოს სრული თანხმობით ხდება. კლუბმა გრიზმანს მისცა ნებართვა, რათა აშშ-ში გაემგზავროს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს, რომელიც მისი ბრწყინვალე კარიერის ბოლო დიდი შეთანხმება იქნება.
გრიზმანი სეზონის ბოლომდე დარჩება ატლეტიკოში. ფრანგი მიზნად თასის მოგებას და თუ შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებასაც ისახავს... შემდეგ კი კარიერის ბოლო წლებს MLS-ში გაატარებს, სადაც თამაში ყოველთვის სურდა.
ორლანდოს გრიზმანის გადაბირება ზამთარში სურდა, თუმცა ტრანსფერზე შეთანხმება ვერ შედგა, სამაგიეროდ ანტუანი MLS-ში კარიერას ზაფხულში გააგრძელებს.
ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციას Marca-ზე დაყრდნობით, ფაბრიციო რომანოც ავრცელებს.