ლუკა მოდრიჩი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ კარიერას მილანში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა 1+1 წლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
საკლუბო მუნდიალის რეალთან ერთად ჩამთავრების შემდეგ, ხორვატი ვეტერანი როსონერიში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მოდრიჩი თავდაპირველად ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა მხარეებს მისი ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლებათ, თუ ორივეს ენდომება.
ხორვატი ლეგენდა რეალში 2012 წლიდან თამაშობდა და კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ ოფიციალურად ტოვებს.