The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ლაიფციგთან ბენჟამინ შეშკოს დამატებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერში ლაიფციგი 76.5 მილიონ ევროს და პლუს 8.5 მილიონ ბონუსებს მიიღებს.
სლოვენიელმა მოთამაშემ უკვე მიიღო უფლება, რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს და მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმოს.
ბენჟამინ შეშკო წითელ ეშმაკებთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს.
თავდამსხმელის დამატებისთვის ნიუკასლიც იბრძოდა, რომელმაც ლაიფციგს ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნა, თუმცა თავად მოთამაშემ მანჩესტერში გადასვლა არჩია.