ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიქტორ გიოკერესი კარიერას არსენალში გააგრძელებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, სპორტინგი არსენალის შეთავაზებას დათანხმდა.
ლონდონელები შვედი თავდამსხმელის სანაცცვლოდ 63.5 მილიონ ევროს + 10 მილიონ ევროს ბონუსებს გადაიხდიან.
გიოკერესი არსენალთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ვიქტორს მხოლოდ ლონდონურ კლუბში სურდა კარიერის გაგრძელება.
შვედი უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ არსენალთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
ვიქტორმა პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 33 მატჩში 39 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლისაბონის სპორტინგის ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა.