ისლამ მახაჩევმა PFL Tampa-ს ტურნირზე თავისი თანაგუნდელის, მაგომედ მაგომედოვის დახმარება სცადა, თუმცა სიტუაცია კომიკურთან ერთად შოკისმომგვრელიც აღმოჩნდა.
დანიელ მარკოსთან ბრძოლის მეორე რაუნდის მიწურულს, მაგომედოვმა მხარი ამოიგდო. კუთხეში მყოფმა მახაჩევმა გადაწყვიტა, ექიმების ლოდინის გარეშე, საკუთარი ხელით ჩაესვა თანაგუნდელისთვის ამოვარდნილი მხარი.
ეს უკიდურესად უცნაური მცდელობა, ბუნებრივია, უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად მახაჩევის დახმარებისა, მესამე რაუნდის დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში ბრძოლის შეწყვეტა გახდა საჭირო, რადგან ტრავმა ძალიან სერიოზული გამოდგა და მაგომედოვმა კარიერაში მეექვსე მარცხი იწვნია.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე დაღესტნელთა გუნდისთვის (რომელსაც მხარს ჰასბულაც უჭერდა) ზოგადად წარუმატებელი საღამო გამოვიდა და მათ ბრძოლების უმეტესობა დათმეს.