UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა უაითმა იენ მაჩადო გარის ქცევა UFC 330-ის მთავარ ბრძოლაში კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა.
უაითმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ირლანდიელი მებრძოლი ისლამ მახაჩევთან ჩახუტებას და ხელის ჩამორთმევას ცდილობდა როგორც რაუნდების წინ, ისე თავად ბრძოლის მსვლელობისას (განსაკუთრებით მეხუთე, გადამწყვეტ რაუნდში).
უაითის განცხადებით, როდესაც ადამიანს მთელი ცხოვრება აქვს ნამუშევარი ტიტულის მოსაპოვებლად, მას ბოლო წუთებშიც კი მაქსიმალური აგრესია და მოგების ჟინი უნდა ჰქონდეს და მეტოქეს სიყვარულს არ უნდა უხსნიდეს, მით უმეტეს, რომ მსგავსი შანსი შესაძლოა აღარასდროს მიეცეს.
თავად ისლამ მახაჩევიც დაეთანხმა უაითის პოზიციას და აღნიშნა, რომ ოქტაგონზე გამოსული მებრძოლები ომში მიდიან და არა ერთმანეთის ჩასახუტებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი პატივს სცემს გარის, მისთვის გაუგებარია ასეთი ზედმეტი თავაზიანობა პრინციპულ ბრძოლაში.