მადრიდის ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ბარსელონასთან 1:2 წააგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა.
მატჩის შემდეგ როხიბლანკოს თავკაცმა, დიეგო სიმეონემ, გუნდის გამოსვლა და ნახევარფინალში გასვლა შეაფასა.
„14 წელზე მეტი გავიდა ჩემი მოსვლიდან და იმის ნახვა, რომ გუნდს კვლავ შეუძლია ასეთი თავდადებით ბრძოლა, ამაღელვებელია. ჩვენ ისევ ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ვართ.
პირველი ტაიმის დასაწყისი საშინელი იყო, მაგრამ ასეთი რამ ხდება, როცა უმაღლესი დონის გუნდს ეთამაშები. ჩვენ წინასწარვე ვუშვებდით, რომ ისინი ერთი ან ორი გოლის გატანას შეძლებდნენ. მთავარი იყო, 0:2-ის შემდეგ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა — ნიკომ, ბაენამ და სორლოტმა ახალი ენერგია შეგვმატეს.
„ნახევარფინალში თამაში... ვაუ, ეს შესანიშნავია! იქ დიდი ენთუზიაზმითა და რწმენით წავალთ. ჩვენ ვიცით ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ მზად ვართ იმისთვის, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდით“, — დასძინა ჩოლომ.
ნახევარფინალში ატლეტიკოს მეტოქე არსენალსა და სპორტინგს შორის გამარჯვებული იქნება.