ტოტენჰემმა იგორ ტუდორის სეზონის ბოლომდე დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
კლუბმა დროებითი მწვრთნელის დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოთხშაბათს ტომას ფრანკი გაათავისუფლეს. არჩეულ კანდიდატად ყოფილი ხორვატი ფეხბურთელი დასახელდა.
იუვენტუსის, მარსელისა და გალათასარაის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის გახანგრძლივების ან მუდმივ დანიშვნის შესაძლებლობა გათვალისწინებული არ იქნება.
მუდმივი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაფხულში მთავარ კანდიდატებად რობერტო დე ძერბი და მაურისიო პოჩეტინო განიხილებიან.