შვედმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მათი ეკონომიკის გამოსწორების გასაღები ნაკლებად „სპურსული“ ქცევა არის.
„ბუნებრივია, მახსენდება ტოტენჰემ ჰოტსპური, ასევე ცნობილი როგორც სპურსი. ეს არის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი. მდიდარი კლუბი უზარმაზარი სტადიონით. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ-გუნდად ჩაითვალოს.
მიუხედავად ამისა, ტოტენჰემი კრიზისშია და ცხრილის ქვედა ნაწილში გადარჩენისთვის იბრძვის.
კლუბს შეარქვეს სახელწოდება ‘სპურსული’, ეს ნიშნავს, როცა შესაძლებლობები გაქვს, მაგრამ შედეგს ვერ იღებ. ქალბატონო სპიკერო, ზუსტად ასე მართავს ფინანსთა მინისტრი შვედეთის ეკონომიკას.
მთავრობა რისკავს, რომ შვედეთი ‘სპურსული’ გახადოს. ეს არ ივარგებს. შვედეთი ვერ მოიქცევა ისე, როგორც ტოტენჰემი.“ - განაცხადა შვედეთის პარლამენტის წევრმა, მიკაელ დამბერგმა.