ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მარტინ სუბიმენდიზე ისაუბრა, რომელმაც ლივერპულში გადასვლაზე უარი განაცხადა.
"მჯერა, რომ ჩვენი შემადგენლობა ძალიან ძლიერია და არ არის ადვილი ისეთი მოთამაშეების მოძებნა, რომელთაც ჩვენი გაძლიერება შეუძლიათ.
სუბიმენდი კი ასეთი იყო, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ არ გადმოსულიყო და ჩვენც ეს ყველაფერი უკან დავტოვეთ.
რიჩარდ ჰიუზმა (სპორტული დირექტორი) ყველაფერი გააკეთა სუბიმენდის დასამატებლად, ახლა კი წინ გავიხედავთ იმ შემადგენლობით, რაც გვყავს, ჩვენ კარგ სიტუაციაში ვართ, თუმცა რიჩარდი და სხვებიც ვცდილობთ, რომ შემადგენლობა გავაძლიეროთ." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, რომელიც ლივერპულში სადებიუტო სეზონს ჩაატარებს.
მერსისაიდელები პრემიერ ლიგის პირველ ტურში იფსვიჩს ესტუმრებიან. მატჩი 17 აგვისტოს 15:30-ზე გაიმართება.
შეხვედრის უფასო ლაივ სტრიმის ყურება adjarabetarena.com-ზე შეგიძლიათ.