უესლი სნაიდერმა დეკლან რაისის მადრიდის რეალში გატანილი გოლები შეაფასა.
"არ ვფიქრობ, რომ ეს ჯარიმები ასეთი შთამბეჭდავი იყო. ეს შეიძლება უცნაურად ჟრერდეს, მაგრამ ძალიან ადვილია ბურთის ასე მოჭრა, თუ იცი, როგორ უნდა დაარტყა და ამის შესახებ ბევრი ვიცი.
ასევე კედლის დაყენების დროს შეცდომა იყო დაშვებული. მეორე ჯარიმის დროსაც, კურტუამ მოძრაობა მარჯვნივ დაიწყო, სანამ რაისი დაარტყამდა, ეს მეკარის შეცდომაა." - განაცხადა ნიდერლანდელმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა რეალს 2 საჯარიმო დარტყმა გაუტანა, ეს კი მის კარიერაში პირველი გოლები იყო ჯარიმიდან.
5 მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2 ჯარიმა გაიტანა