ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, რეალის მხრიდან მაიკლ ოლისეს მიმართ ინტერესზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, სამშაბათს რეალის პრეზიდენტი ბაიერნისთვის ოლისეს სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. თუმცა, გერმანელების პოზიცია ურყევია: ოლისე არ იყიდება.
„თუ ფლორენტინო პერესი აპირებს ოლისეზე შემოთავაზება გაგვიკეთოს, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა, შეუძლია თავი არ შეიწუხოს.
ბაიერნი გაყიდვების კლუბი არ არის. მაიკლ ოლისე ჩვენთან მრავალწლიანი კონტრაქტით არის დაკავშირებული და ის არ იყიდება." - აღნიშნა ჰაინერმა.
პერესმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში თავად თქვა, რომ უახლოეს სამშაბათს ერთ-ერთ ვარსკვლავურ ფეხბურთელზე მინიმუმ 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებდა. საჯაროდ უარყოფის მიუხედავად, პრესამ ჩათვალა, რომ ფლორენტინომ ოლისე იგულისხმა.