მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Gazzetta-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ტიაგო მოტას პოტენციური შემცვლელების ძებნას შეუდგა.
როგორც ირკვევა, სერია ა-ს ცხრილში მე-4 ადგილის დაკავებამ იტალიელ სპეციალისტს შესაძლოა თანამდებობა მაინც ვერ შეუნარჩუნოს.
მოტას შეცვლის მთავარ კანდიდატებად გამოცემა ჯანპიერო გასპერინის, ანტონიო კონტეს და რობერტო დე ძერბის ასახელებს. სამივე ეს მწვრთნელი ამჟამად დაკავებულია - გასპერინი წლებია ატალანტაში მუშაობს, კონტე ნაპოლის წვრთნის, დე ძერბი კი - მარსელს.
ამჟამად იუვენტუსი 52 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა ლაციოს ერთი მატჩით ნაკლები აქვს, რომლის მოგების შემთხვევაშიც, ზებრებს გადაასწრებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები