ტიბო კურტუამ დაადასტურა, რომ ბელგიის ნაკრებში ბრუნდება.
რეალის გოლკიპერს დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტი ჰქონდა და აღნიშნა, რომ მისი მწვრთნელობის დროს ნაკრებში არ ითამაშებდა.
„ბელგიის ნაკრებში თამაში მენატრებოდა. თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, მზად ვარ." - აღნიშნა ტიბომ.
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ტედესკო ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა და მის ნაცვლად ნაპოლის ექს-თავკაცი, რუდი გარსია დანიშნა.
კურტუას არყოფნაში ბელგიის ნაკრების კარს, მათ შორის ევრო 2024-ზეც, კოენ კასტელსი იცავდა.