ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ტიმო ვერნერის პირველი გოლი ამერიკაში
ფეხბურთიფეხბურთი

ტიმო ვერნერის პირველი გოლი ამერიკაში

20 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ტიმო ვერნერი სან-ხოსე ერვკვეიკსის მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდეგ ბედნიერებას ვერ მალავდა.


„აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ. მოედანზე მყოფ ყველა მოთამაშეს სჭირდება გოლების გატანა და ასისტების გაკეთება, მაგრამ ყველაზე მეტად თავდამსხმელებს. ეს წვლილი დიდ თვითდაჯერებას მატებს და გუნდის ნდობას გიმყარებს“, - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა ინტერნაციონალმა მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა MLS-ის ლიდერთა დაპირისპირებაში ლოს-ანჯელესი 4:1 (0:0) დაამარცხა.

30 წლის ფორვარდი მატჩის მთავარ გმირად იქცა = სან-ხოსე ერვკვეიკსმა ბოლო რვა მატჩში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ვერნერმა კი ჯერ უსენი ბუდას გაატანინა (53-ე წუთი), სამ წუთში კი თავადაც გამოიჩინა თავი.

„აშკარაა, რომ ტიმო ჩვენთვის განსაკუთრებული მოთამაშე იქნება“, - აღნიშნა გუნდის მწვრთნელმა, ბრიუს არენამ. „გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ოპტიმალური ფიზიკური ფორმა და რიტმი დაიბრუნოს, მაგრამ ის გამორჩეული ფეხბურთელია და ჩვენს გუნდს ძალიან გააძლიერებს“.

ვერნერი, რომელიც MLS-ს იანვარში, ლაიფციგიდან შეუერთდა, გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო უქმობდა. ამჟამად მის ანგარიშზე ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

„ორმაგად სასიამოვნოა, როცა ასეთ ლამაზ გოლს იტან“, - დასძინა ფეხბურთელმა. „ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ტაბლოზე საკუთარი გვარის კვლავ ხილვა. მიხარია, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე“.

ამ გამარჯვების შემდეგ სან-ხოსე ერვკვეიკსს 21 ქულა დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის სათავეში თომას მიულერის ვანკუვერ უაითქეფსს გაუტოლდა. ლოს-ანჯელესი კი 16 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მესი
MLS

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საბა ლობჟანიძის მე-5 გოლი MLS-ის ამ სეზონში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საბა ლობჟანიძის მე-5 გოლი MLS-ის ამ სეზონში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 ოქტ, 2026

VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება

News image

11 ოქტ, 2026

VIDEO: საბა ლობჟანიძის მე-5 გოლი MLS-ის ამ სეზონში

News image

11 ოქტ, 2026

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა

News image

14 ოქტ, 2026

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება