UFC-ის ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, პიოტრ იანმა Match TV-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან გამართული ბრძოლა გაიხსენა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მას გარკვეული წინააღმდეგობა გაუწია, რუსი მებრძოლი მას კარიერაში ყველაზე რთულ მეტოქედ არ მიიჩნევს.
იანის თქმით, ტიტულის დაცვის შემდეგ ემოციური დაცემა არ ჰქონია და ამ მომენტით ტკბება. "საჩემპიონო ბრძოლა, მთლიანობაში, ჩემი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. დიახ, პირველ რაუნდებში მერაბი მაკავებდა და თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ რეალური ზიანი არ მოუყენებია," - ამბობს ჩემპიონი და დასძენს, რომ ბრძოლისას რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს ნორმალურია.
იგი აღიარებს, რომ მერაბი ძლიერი და გამძლე მებრძოლია, თუმცა მსგავსი რთული დაპირისპირებები სხვა მეტოქეებთანაც ჰქონია. პიოტრის აზრით, ასეთი ბრძოლები სპორტსმენს შესაძლებლობების უკეთ გახსნაში ეხმარება, დვალიშვილთან ტრილოგიაში კი მან საკმარისი ახალი უნარები შეიძინა.
რუსმა ჩემპიონმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მებრძოლი უშვებს შეცდომას, როცა ფსონს მხოლოდ ბრძოლის ვადამდე ადრე დასრულებაზე დებს და თუ მეტოქის ნოკაუტში გაგზავნას ვერ ახერხებს, ტყდება. მისივე თქმით, დვალიშვილთან სწრაფ გამარჯვებაზე არ ყოფილა ორიენტირებული, რადგან იცოდა, რომ რთული ბრძოლა ელოდა.