• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ტოპ 7 ზამთრის ოლიმპიური სპორტი, რომელიც პროგრამაში ვეღარ ხვდება
სხვა სპორტისხვა სპორტი

ტოპ 7 ზამთრის ოლიმპიური სპორტი, რომელიც პროგრამაში ვეღარ ხვდება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ზამთრის ოლიმპიური თამაშები უკვე 100 წელზე მეტს ითვლის. პირველი ზამთრის ოლიმპიადა 1924 წელს საფრანგეთში, შამონიში გაიმართა და ამ წლების განმავლობაში ზოგი დისციპლინა და შეჯიბრება დაემატა, ზოგი კი გაუქმდა.


2026 წლის თამაშებისთვის, რომლებიც მილან-კორტინაში, იტალიაში ტარდება, ორი ახალი დისციპლინა დაემატა: დუალ მოგული და სათხილამურო ალპინიზმი. შედეგად, დისციპლინების საერთო რაოდენობა გახდა 16, ხოლო შეჯიბრებების - 116.


პირველი ზამთრის ოლიმპიადა მხოლოდ ცხრა დისციპლინას (და 16 შეჯიბრებას) მოიცავდა: ბობსლეი, კერლინგი, ყინულის ჰოკეი, სამხედრო პატრული, თხილამურებით რბოლა, ნორდიკული კომბინაცია, სათხილამურო ხტომა, ფიგურული ციგურაობა, სიჩქარეზე ციგურაობა.


კერლინგი შამონის ოლიმპიადის შემდეგ დაუყოვნებლივ გაუქმდა, თუმცა 1988 წელს კალგარის ოლიმპიადაზე კვლავ აღადგინეს.


წარმოგიდგენთ ზამთრის 7 ყველაზე საინტერესო სპორტს, რომლებიც ამჟამად ოლიმპიური თამაშების პროგრამაში აღარ არის.


სამხედრო პატრული


სამხედრო პატრული ბიათლონის წინამორბედი იყო. ეს დისციპლინა მედლების პროგრამაში 1924 წელს შედიოდა, ხოლო 1928, 1936 და 1948 წლებში დემონსტრაციულად ჩატარდა, რის შემდეგაც საბოლოოდ გაუქმდა. იგი აერთიანებდა თხილამურებით რბოლას და სროლას, ასევე „პატრულის“ ელემენტს - ოთხკაციანი გუნდები, მათ შორის ერთი ოფიცერი, 30 კმ-იან რბოლაში მონაწილეობდნენ. მანძილი მთელ გუნდს ერთად უნდა დაეფარა. მონაწილეები სამხედრო ფორმაში, ზურგჩანთებითა და იარაღით ასპარეზობდნენ.



ალპინიზმი


ეს კლასიკური დისციპლინა არ ყოფილა, არამედ ჯილდო, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული ალპინისტური წარმატებებისთვის გაიცემოდა. იგი 1924-1936 წლებში არსებობდა და შემდეგ გაუქმდა.



ბენდი


ბენდი 1924 წლის ოლიმპიადაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შვედეთსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის უთანხმოების გამო ვერ მოხვდა პროგრამაში. იგი მხოლოდ 1952 წელს, ოსლოს თამაშებზე, დემონსტრაციულად ჩატარდა.


ბენდი ყინულის ჰოკეის ჰგავს, თუმცა საყელურის ნაცვლად ბურთით თამაშობენ. მას „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და განსაკუთრებით პოპულარულია სკანდინავიასა და რუსეთში. გუნდში 11 მოთამაშეა, ხოლო მოედანი NHL-ის მოედნზე 3.5-ჯერ დიდია. მოთამაშეები დაახლოებით 48 კმ/სთ სიჩქარეს აღწევენ და ბურთს 220 კმ/სთ სიჩქარით ურტყამენ.



სიჩქარის სათხილამურო სპორტი


სიჩქარის სათხილამურო სპორტი 1992 წლის ალბერვილის ოლიმპიადაზე დემონსტრაციულად ჩატარდა. ოქრო და ვერცხლი ფრანგებმა, მაიკლ პრუფერმა და ფილიპ გოიტშელმა, მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო - ამერიკელმა ჯეფრი ჰამილტონმა. საუკეთესო სიჩქარე 229.3 კმ/სთ იყო.



ზამთრის პენტათლონი


ზამთრის პენტათლონი 1948 წლის სენტ-მორიცის ოლიმპიადაზე დემონსტრაციულად ჩატარდა. ზაფხულის თანამედროვე პენტათლონის მსგავსად, მასაც სამხედრო ელემენტები ჰქონდა. იგი მოიცავდა: თხილამურებით რბოლას, სროლას, დაღმართზე თხილამურებით დაშვებას, ფარიკაობასა და ცხენოსნობას.



სკიჯორინგი


სკიჯორინგი 1928 წლის სენტ-მორიცის ოლიმპიადაზე დემონსტრაციულად ჩატარდა და დღესაც ყოველწლიური ტრადიციაა. სპორტი თხილამურებით მოძრავი სპორტსმენის ცხენით გაწევას გულისხმობს. შეჯიბრება შეიძლება ბარიერებსა და ნახტომებს მოიცავდეს, თუმცა ოლიმპიური დემონსტრაცია ბრტყელ, გაყინულ ტბაზე ჩატარდა.



სათხილამურო ბალეტი


სათხილამურო ბალეტი (ასევე ცნობილი როგორც „აკროსკი“) 1988 წლის კალგარისა და 1992 წლის ალბერვილის ოლიმპიადებზე დემონსტრაციულად ჩატარდა. იგი ოფიციალური FIS-ის თავისუფალი სტილის დისციპლინა იყო. სპორტი ბრუნებს, ხტომებსა და აკრობატულ ელემენტებს მუსიკის თანხლებით ქორეოგრაფიულ შესრულებაში აერთიანებდა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ოლიმპიადა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ იქცა პენისის ინექციები ზამთრის ოლიმპიური თამაშების განხილვის თემად?

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

როგორ იქცა პენისის ინექციები ზამთრის ოლიმპიური თამაშების განხილვის თემად?
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში საქართველო გუნდურის ფინალშია

•ქართული

ქართული

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში საქართველო გუნდურის ფინალშია
•ქართული

ქართული

ზამთრის ოლიმპიადაზე უკრაინელი სპორტსმენი რუსეთთან ომში დაღუპულებს პატივს მიაგებს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ზამთრის ოლიმპიადაზე უკრაინელი სპორტსმენი რუსეთთან ომში დაღუპულებს პატივს მიაგებს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა

•ქართული

ქართული

ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა
•ქართული

ქართული

News image

06 თებ, 2026

როგორ იქცა პენისის ინექციები ზამთრის ოლიმპიური თამაშების განხილვის თემად?

News image

07 თებ, 2026

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში საქართველო გუნდურის ფინალშია

News image

09 თებ, 2026

ზამთრის ოლიმპიადაზე უკრაინელი სპორტსმენი რუსეთთან ომში დაღუპულებს პატივს მიაგებს

News image

09 თებ, 2026

ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება