MMA-ს ჟურნალისტი ალვარო კოლმენერო ილია თოფურიას კომენტარს აქვეყნებს ისლამ მახაჩევზე.
„მახაჩევი ყველაზე ფარისეველი ადამიანია, რომელიც ოდესმე მინახავს.
მან თქვა, რომ ჩემთვის შანსის მოცემა არ სურს, რადგან მე პატარა ვარ, ახლა კი ის თავად არის ასეთივე პატარა ბიჭი, რომელიც ისევე ეძებს ახალ გამოწვევებს, როგორც ამას მე ვაკეთებდი." - აღნიშნა ქართველმა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა, ისევე როგორც თოფურიამ, თავისი საჩემპიონო ქამარი დათმო და ზედა დივიზიონის ქამრისთვის იბრძოლებს, ილია კი მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.