ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ტორპედო ქამბექის იმედად, იბერია უპირატესობის შესანარჩუნებლად
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ტორპედო ქამბექის იმედად, იბერია უპირატესობის შესანარჩუნებლად

01 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი მატჩები გაიმართება.


ქუთაისის ტორპედო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კვიპროსულ ომონიას მიიღებს და ორი მატჩის ჯამში სხვაობის აღმოფხვრას შეეცდება. კვიპროსში შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.


მამადუ სახო (ტორპედოს მცველი): “მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ვართ თავდაჯერებულები, დანებებას არ ვაპირებთ… ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით.


რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც ომონიას ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე.” - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა, რომლის დებიუტიც ტორპედოში ომონიასთან პირველ მატჩში შედგა.


სტივ კინი (ტორპედოს მწვრთნელი): "პირველ რიგში, კვიპროსელ ჟურნალისტებს მოგესალმებით. ულამაზეს ქვეყანაში ჩამოხვედით და თუ აქ პირველად ხართ, საქართველო და ქუთაისი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. შემიძლია აქ ყოფნა მოგილოცოთ.


ხვალ ბევრად განსხვავებული მატჩი იქნება. სახოს ვეთანხმები: ფეხბურთი მეორე შანსს გვაძლევს, პირველიდან კი სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ქუთაისელი გულშემატკივარი ჩვენი უპირატესობაა: მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება. ჯერ არაფერია დასრულებული.” - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.


ტორპედოსა და ომონიას დაპირისპირება 21:00-ზე დაიწყება. ქუთაისური გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში უნგრულ ფეჰერვარს დაუპირისპირდება, რომელმაც აზერბაიჯანული სუმგაითი დაამარცხა.


დღეს მეორე ქართული გუნდიც იასპარეზებს. იბერია 1999 ალბანეთში ტირანას პარტიზანს ეწვევა. პირველი მატჩი ქართული გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები ნონიკაშვილმა და სილამ გაიტანეს.


იბერია გასვლით მატჩში უპირატესობის შენარჩუნებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება. იბერიას მეტოქე მომდევნო ეტაპზე დიდი ალბათობით თურქული ბაშაქშეჰირი იქნება, რომელმაც სან მარინოს ლა ფიორიტას პირველ შეხვედრაში 6-1 მოუგო.


პარტიზანისა და იბერიას მატჩი სტარტს 22:00-ზე აიღებს.


დინამო ბათუმი კონფერენს ლიგას გამოეთიშა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იბერია 1999
კონფერენს ლიგა
საქართველო
ტორპედო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ვეცდებით, კარგ შედეგს მივაღწიოთ" - დილას მწვრთნელი აპოლონთან მატჩამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვეცდებით, კარგ შედეგს მივაღწიოთ" - დილას მწვრთნელი აპოლონთან მატჩამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამარჯვება მონტენეგროსთან - ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა

•კალათბურთი

კალათბურთი

გამარჯვება მონტენეგროსთან - ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
•კალათბურთი

კალათბურთი

სან მარინოს ჩელენჯერი - ბასილაშვილმა პირველი წრე გაიარა

•ქართული

ქართული

სან მარინოს ჩელენჯერი - ბასილაშვილმა პირველი წრე გაიარა
•ქართული

ქართული

კვიპროსული გრიგალი - დილა აპოლონთან ორ მატჩში 7 ბურთით დამარცხდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვიპროსული გრიგალი - დილა აპოლონთან ორ მატჩში 7 ბურთით დამარცხდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 ივლ, 2026

"ვეცდებით, კარგ შედეგს მივაღწიოთ" - დილას მწვრთნელი აპოლონთან მატჩამდე

News image

28 ივლ, 2026

გამარჯვება მონტენეგროსთან - ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა

News image

28 ივლ, 2026

სან მარინოს ჩელენჯერი - ბასილაშვილმა პირველი წრე გაიარა

News image

28 ივლ, 2026

კვიპროსული გრიგალი - დილა აპოლონთან ორ მატჩში 7 ბურთით დამარცხდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება