• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ტოტენჰემს გადამწყვეტ თამაშამდე მცველი უბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

ტოტენჰემს გადამწყვეტ თამაშამდე მცველი უბრუნდება

42 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგაში გადარჩენისთვის მებრძოლ ტოტენჰემს სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მცირე იმედი მიეცა. გუნდის მცველი ჯედ სპენსი მზად არის მოედანზე სპეციალური დამცავი ნიღბით გავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყბის მოტეხილობა აქვს.


25 წლის ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება ჩელსისთან 1-2 წაგებულ შეხვედრაში მიიღო, როდესაც მატჩის 87-ე წუთზე მას სახეში ლუის დელაპის იდაყვი მოხვდა. ამ ეპიზოდში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, სტიუარტ ატველმა ჩელსის თავდამსხმელი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა, რამაც გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სპენსმა ტკივილის მიუხედავად შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა.

მიმდინარე სეზონში სპენსმა ტოტენჰემის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა რობერტო დე ძერბის მოსვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. იტალიელი სპეციალისტი ფლანგებზე უპირატესობას დესტინი უდოგისა და პედრო პოროს ანიჭებს, რის გამოც ჯედმა გუნდის ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დაიწყო სასტარტო თერთმეტეულში.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, სპენსი, სავარაუდოდ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მარტის საერთაშორისო პაუზის დროს ინგლისის ნაკრებში გამოძახებული იყო.

სანამ ჩრდილო ლონდონური მეტოქე არსენალი პრემიერ ლიგის ჩემპიონობას ზეიმობს, ტოტენჰემი ბოლო ტურის წინ კატასტროფულ რეალობას უმკლავდება. დეზები გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.

პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ტოტენჰემს ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე, ევერტონის დამარცხება სჭირდება. ფრის შემთხვევაშიც გუნდის შანსები დიდია, რადგან ვესტ ჰემთან შედარებით ბურთების გაცილებით უკეთესი ბალანსი აქვთ. თუ დე ძერბის გუნდი ევერტონთან დამარცხდება, ხოლო ვესტ ჰემი ლონდონ სტადიუმზე ლიდსს მოუგებს, ტოტენჰემი ჩემპიონშიპში გავარდება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩელსი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი
ვესტ ჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ასეთ რაღაცებს არასდროს გავკიდებივარ", - ბრუნომ როი კინის კრიტიკას უპასუხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ასეთ რაღაცებს არასდროს გავკიდებივარ", - ბრუნომ როი კინის კრიტიკას უპასუხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა და ინგლისური გრანდები - ტოტენჰემის შეცდომა და არსენალის ინტერესი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა და ინგლისური გრანდები - ტოტენჰემის შეცდომა და არსენალის ინტერესი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერს კამავინგას შეძენა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერს კამავინგას შეძენა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

„ასეთ რაღაცებს არასდროს გავკიდებივარ", - ბრუნომ როი კინის კრიტიკას უპასუხა

News image

15 სთ წინ

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?

News image

8 სთ წინ

კვარა და ინგლისური გრანდები - ტოტენჰემის შეცდომა და არსენალის ინტერესი

News image

8 სთ წინ

მანჩესტერს კამავინგას შეძენა სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება