Transfermarkt-მა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ნიუკასლის 19 წლის შემტევის, ვახტანგ სალიას საბაზრო ღირებულება განაახლა.
წინა შეფასებასთან (2025 წლის 17 დეკემბერი) შედარებით, ფეხბურთელის ფასი გაორმაგდა და 750 ათასიდან 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ახალგაზრდა ქართველმა გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა, თუმცა წელს კაჭკაჭების 21 წლამდე გუნდის მაისურით 3 გოლის გატანა უკვე მოასწრო. აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს სალია პრემიერლიგის მატჩში ნიუკასლის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ სალია თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია. ინგლისურმა კლუბმა ის 2025 წლის იანვარში შეიძინა და იჯარით დედაქალაქურ გუნდში დატოვა. გასული წლის აგვისტოში კი, როდესაც სალიას 18 წელი შეუსრულდა, ნიუკასლს ოფიციალურად შეუერთდა და 21 წლამდე გუნდში ჩაირიცხა.