• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტრანსფერი დადასტურდა - საბა ლობჟანიძე MLS-ში რჩება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ტრანსფერი დადასტურდა - საბა ლობჟანიძე MLS-ში რჩება

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რეალ სოლტ ლეიკმა ატლანტა იუნაიტედიდან საბა ლობჟანიძე დაიმატა.


გარიგების ფარგლებში ატლანტა 2028 წლის MLS SuperDraft-ის მესამე რაუნდის არჩევანს მიიღებს, ხოლო RSL ატლანტას 625,000 დოლარს გადაუხდის.


გარდა ამისა, თუ ლობჟანიძე რეალ სოლტ ლეიკთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ატლანტა 2027 წელს დამატებით 100,000 დოლარს მიიღებს.


საბა ლობჟანიძე MLS-ში 2023 წლის აგვისტოში გადავიდა. ატლანტა იუნაიტედის შემადგენლობაში მან 93 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.


2026 წლის სეზონში კი მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 2 გოლი და 1 ასისტია. ატლანტა ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-15 ადგილზე იმყოფება.


„საბას დამატება ჩვენს შემადგენლობას მრავალ პოზიციაზე მეტ სიღრმესა და ყოველდღიურ ვარჯიშებზე კონკურენციას შემატებს,“ - განაცხადა RSL-ის მთავარმა საფეხბურთო ოფიცერმა და სპორტულმა დირექტორმა კურტ შმიდმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ლობჟანიძე კლუბს 2026 წლის სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მნიშვნელოვნად შემცირებული საბიუჯეტო დატვირთვით უერთდება.


„ბოლო 3 წლის განმავლობაში MLS-ში თითქმის 100 მატჩის ჩატარების შემდეგ, ველით, რომ საბა ჩვენს სისტემას სწრაფად მოერგება.


ვფიქრობთ, ჩვენი სათამაშო სტილი მის შემტევ თვისებებს უკეთ წარმოაჩენს და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.


მოუთმენლად ველით მის სწრაფ ინტეგრაციას გუნდში, რადგან ვემზადებით ბარნლისთან ამხანაგური მატჩისთვის, Leagues Cup-ის შეხვედრებისთვის და MLS-ის რეგულარული სეზონის დარჩენილი 20 მატჩისთვის,“ - დასძინა შმიდმა.

ატლანტა იუნაიტედი
MLS
საბა ლობჟანიძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ლობჟანიძის ასისტი - მისი ატლანტა თასიდან გავარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლობჟანიძის ასისტი - მისი ატლანტა თასიდან გავარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

განგაში მუნდიალის წინ - მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

განგაში მუნდიალის წინ - მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეთანხმება შედგა - კაზემირო მესისთან ერთად ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - კაზემირო მესისთან ერთად ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლანტა ლობჟანიძეს უშვებს - სად გადადის საბა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლანტა ლობჟანიძეს უშვებს - სად გადადის საბა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 მაი, 2026

VIDEO: ლობჟანიძის ასისტი - მისი ატლანტა თასიდან გავარდა

News image

25 მაი, 2026

განგაში მუნდიალის წინ - მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა

News image

20 ივნ, 2026

შეთანხმება შედგა - კაზემირო მესისთან ერთად ითამაშებს

News image

9 სთ წინ

ატლანტა ლობჟანიძეს უშვებს - სად გადადის საბა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება