VIDEO: ლობჟანიძის ასისტი - მისი ატლანტა თასიდან გავარდა
43 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედი US OPEN CUP-ის წლევანდელ გათამაშებას 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ორლანდო სიტისთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში, ლობჟანიძე მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევიდა და ასისტი შეასრულა, რითაც მისმა გუნდმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა - 1:4.
ქართველი გარემარბისთვის 2026 წლის სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, მე-13 თამაშში მე-3 საგოლე მოქმედებაა - 2 გოლი, 1 ასისტი.
მისი ატლანტა ამიერიდან სრული ძალებით MLS-ზე გადაერთვება - მომდევნო თამაშს, 25 მაისის 01:00 საათზე, კოლამბუს ქრიუს წინააღმდეგ გამართავენ.