ლონდონის არსენალის მეორე მეკარე კეპა არისაბალაგა იქნება.
მეთოფეებმა ჩელსის გოლკიპერის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს - არსენალი ესპანელი მეკარის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რომელიც 5 მილიონ ფუნტს შეადგენს.
მხარეებს შორის სრული შეთანხმება შედგა - უახლოეს პერიოდში კლუბები ყველა საბუთს მოაწერენ ხელს და კეპა ოფიციალურად არსენალის ფეხბურთლელი გახდება.
ემირეითსზე კეპა დავიდ რაიას შემცვლელის როლს მოირგებს. ბოლო ორი სეზონი ესპანელმა იჯარით ჯერ რეალში, შემდეგ კი ბორნმუთში გაატარა.
მარტინ სუბიმენდის შემდეგ, არისაბალაგა არსენალის მეორე ტრანსფერი იქნება ამ ზაფხულს.