ლუკა მოდრიჩმა იუვენტუსთან გუშინდელ მატჩში (0-0) ყვრიმალის ძვლის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.
სავარაუდოდ, ამ ტრავმის შედეგად ხორვატი ნახევარმცველისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლუკა მოდრიჩი 100%-ით მზად იქნება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხორვატიის ნაკრების დასახმარებლად.
მილანის ნახევარმცველმა ტრავმა იუვენტუსთან მატჩის მე-80 წუთზე, მანუელ ლოკატელისთან შეჯახების შემდეგ მიიღო, რის გამოც შეცვალეს.
მოდრიჩი მილანი - იუვენტუსის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა