ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ვალამარის თასზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და საპატიო ჯილდოები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების წევრებმა შეჯიბრებაზე სამი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს.
ტურნირის ჩემპიონები გიორგი კოჩალიძე (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ) და რატი ხოზრევანიძე (67 კგ) გახდნენ, ხოლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ამირან შავაძე (60 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (72 კგ) ავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მედლების გათამაშება დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაშიც გრძელდება.