დანა უაითმა განმარტა, რატომ ვერ შედგა ისლამ მახაჩევისა და კარლოს პრატესის დაპირისპირება, რომელიც 30 იანვარს, UFC 336-ზე იგეგმებოდა.
UFC 333-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მახაჩევს ოქტაგონზე დაბრუნება მხოლოდ რამადანის დასრულების შემდეგ სურს.
„მახაჩევი საშუალოდ წელიწადში ერთხელ ჩხუბობს. იანვარში უნდა ებრძოლა, მაგრამ შემდეგ გვითხრა, რომ რამადანის დასრულებამდე ბრძოლა არ სურდა.
დივიზიონს ვერ შეაფერხებ - ის წინ უნდა მიდიოდეს. ამიტომ დროებითი ქამრის გათამაშებას აზრი აქვს“, - თქვა უაითმა.
UFC-მ უკვე დააანონსა კარლოს პრატესისა და მაიკლ მორალესის ბრძოლა დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის.
შეხვედრა 30 იანვარს, ტორონტოში, UFC 336-ზე გაიმართება.