არსენალი ლისაბონის სპორტინგის ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.
Daily Record-ის ინფორმაციით, ლონდონელებმა ლისაბონელებს 63.5 მილიონი ევრო ფიქსირებული + 10 მილიონი ევრო ბონუსებად შესთავაზეს.
სპორტინგს ამ 10 მილიონის მიღება ასე სურს: 2.5 მილიონი ევრო როცა გიოკერეში არსენალში თავის მე-20, მე-40 და მე-60 მატჩებს ჩაატარებს, კიდევ 2.5 მილიონი კი - თუ არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.
ასეთი ვარიანტი არსენალს არ მოსწონს. გარდა ამისა, ლონდონელებს ფიქსირებული თანხის 4 ნაწილად გაყოფა სურთ, რაშიც სპორტინგი კიდევ 1.2 მილიონი ევროს დამატებას ითხოვს.
ლისაბონელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არის მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა თავად გიოკერეშს მხოლოდ არსენალში სურს გადასვლა.