• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ტუხელი ინგლისის საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოებას აძლიერებს
ფეხბურთიფეხბურთი

ტუხელი ინგლისის საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოებას აძლიერებს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტაქტიკური საიდუმლოებების დასაცავად, კანზას-სითის საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს გაატარებს.


მას შემდეგ, რაც ჩემპიონშიპის პლეი-ოფში მიდლსბროს ვარჯიშებზე ჯაშუშობის გამო საუთჰემპტონი სკანდალურად მოკვეთეს, გერმანელი სპეციალისტი ყველაფერს აკეთებს, რათა ჯგუფური ეტაპის მეტოქეებმა, ხორვატიამ, პანამამ და განამ, ინგლისელთა გეგმები ნაადრევად არ გაიგონ.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) ბაზა უკვე შეამოწმა. ვინაიდან მოედნები საკმაოდ ღია სივრცეში მდებარეობს, იგეგმება სპეციალური დამცავი ეკრანების დამონტაჟება და დაცვის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა.


„ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ. სტანდარტულ ვარჯიშებს, სტანდარტულების დამუშავებასა და პენალტების სერიისთვის მზადებას დახურულ კარს მიღმა ჩავატარებთ. არ გვინდა, რომ მეტოქემ წინასწარ იცოდეს ჩვენი ჩანაფიქრი, რადგან საიდუმლოება უმნიშვნელოვანეს უპირატესობას გვაძლევს“, - განმარტა ტუხელმა.

ფიზიკური უსაფრთხოების გარდა, მწვრთნელი გუნდის მენტალურ მომზადებაზეც ზრუნავს და სამწვრთნელო შტაბში ფსიქოლოგი რიჩ ჰემპსონი დაამატა, რომელიც ფეხბურთელების ქცევებსა და კომუნიკაციას დააკვირდება.


ამასთანავე, ტუხელმა გაამჟღავნა, რომ საბოლოო 26-კაციანი განაცხადის დასახელებამდე 50-მდე მოთამაშეს პირადად ესაუბრა. შექმნილია საიდუმლო სათადარიგო სია, სადაც მყოფ ფეხბურთელებს ტრავმების შემთხვევაში სასწრაფოდ გამოიძახებენ. გერმანელი სპეციალისტის თქმით, ამ სიაში მოთამაშეების გადაანაწილებაზე დიდი გავლენა მათმა პირველადმა რეაქციამ და იმედგაცრუების ღირსეულად მიღებამ მოახდინა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ინგლისი
ინგლისის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
თომას ტუხელი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტუხელი თავდამსხმელთან გამართულ საუბარზე ყვება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტუხელი თავდამსხმელთან გამართულ საუბარზე ყვება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტუხელმა ახსნა, რატომ არ წაიყვანა პალმერი მუნდიალზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტუხელმა ახსნა, რატომ არ წაიყვანა პალმერი მუნდიალზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდარული არგენტინელი კარიერის დასასრულს უახლოვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდარული არგენტინელი კარიერის დასასრულს უახლოვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაგუაირის ოჯახი თომას ტუხელს აკრიტიკებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაგუაირის ოჯახი თომას ტუხელს აკრიტიკებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 მაი, 2026

ტუხელი თავდამსხმელთან გამართულ საუბარზე ყვება

News image

22 მაი, 2026

ტუხელმა ახსნა, რატომ არ წაიყვანა პალმერი მუნდიალზე

News image

6 სთ წინ

ლეგენდარული არგენტინელი კარიერის დასასრულს უახლოვდება

News image

6 სთ წინ

მაგუაირის ოჯახი თომას ტუხელს აკრიტიკებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება