სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ბევრი სპორტსმენი ექცევა მაყურებელთა ყურადღების ქვეშ. ერთ-ერთი ასეთი 51 წლის იუსუფ დიქეჩია, რომელმაც თურქეთის სახელით ტყვიის სროლაში იასპარეზა.
სპორტსმენები შეჯიბრზე სპეციალური აღჭურვილობით გამოდიან. მათ უკეთიათ სპეციალური ლინზები, რომლებიც დამიზნებაში ეხმარებათ, ასევე სპეციალური ყურის დამცავი, თუმცა 51 წლის თურქმა ყველა გააოცა.
დიქეჩმა გადაწყვიტა ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე ეასპარეზა, ის ამით ყველასგან გამორჩეული იყო. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ ისვრის თურქი, როცა ცალი ხელი ჯიბეში აქვს. მისმა ამ სიმშვიდემ ყველა გააოცა.
საბოლოოდ ეს გამოსვლა უბრალო არ აღმოჩენილა და დიქეჩმა თავის მეწყვილე სევალ ილაიდა თარჰანთან ერთად თურქეთს ვერცხლის მედალი მოუტანა.
51 წლის სპორტსმენს სოციალურ ქსელებში თურქი ჰიტმენიც კი შეარქვეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები