ლიონის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გუნდში მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდა.
ამ ჯილდოსთვის 4 მოთამაშე იბრძოდა, ხმების 59%-ით კი გამარჯვებული გიორგი მიქაუტაძე გამოვიდა. ქართველმა თავდამსხმელმა რაიან შერკის (22%), ლუკას პერისა (12%) და მალიკ ფოფანას (7%) აჯობა.
მიქაუტაძემ გასულ თვეში ლიონის შემადგენლობაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ასევე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ლიონის მიერ გატანილი საუკეთესო გოლი მარტის თვეში და ეს ჯილდოც ქართველს ერგო. გულშემატკივრებმა ჟორჟის ლე ავრის კარში ბრწყინვალე დარტყმით გატანილი გოლი გამოარჩიეს.