სესკ ფაბრეგასმა დაადასტურა, რომ კომოში რჩება.
კომოს მთავარმა მწვრთნელმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
2025/26 წლების სეზონში, 39 წლის ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდმა იტალიის სერია A-ში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
„კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორთან ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. მომავალი სეზონის კონცეფცია დავამტკიცეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩვენ მენტალიტეტს ვაყალიბებთ.
კლუბის ზრდა ძალიან სწრაფი აღმოჩნდა - უკვე ორნახევარი წელია მოლოდინს ვაჭარბებთ. დღეიდანვე ვიწყებთ მზადებას რთული და უჩვეულო სეზონისთვის, რომელშიც ევროთასებზე მოგვიწევს თამაში.
ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ სანტიაგო ბერნაბეუზე [რეალთან] ან კამპ ნოუზე [ბარსელონასთან] ჩავალთ და მზად არ ვიქნებით, 6 გოლს გავუშვებთ. დონე უნდა ავიმაღლოთ და კარგად მოვემზადოთ“, - განაცხადა ფაბრეგასმა.