უეფამ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ქართული და თურქული მხარეები დასაჯა.
საქმე იმაშია, რომ დორტმუნდში საქართველოსა და თურქეთის შეხვედრის დაწყების წინ გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს.
უეფას გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჯარიმის სახით 30 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს, თურქულმა მხარემ კი - 25 ათასი ევრო.
ევროპული საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებამ ასევე გერმანიის ფედერაციაც დასაჯა. მოგეხსენებათ, გერმანელები ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები არიან, მათ კი, როგორც ორგანიზატორებმა, ვერ შეძლეს პორტუგალიის მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნის აღკვეთა. გერმანელებმა 20 ათასი ევრო უნდა გადაიხადონ.
უეფამ ჯამში 1.3 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები გამოწერა და ეს ევრო 2024-ის მონაწილე 24 გუნდიდან 22-ს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ სლოვაკები და ესპანელები აღმოჩდნენ.