UFC პირველად ისტორიაში სერბეთს ესტუმრება.
შაბათს, 1 აგვისტოს, ბელგრადი ისტორიულ ღონისძიებას უმასპინძლებს. საღამოს მთავარი ბრძოლა ადგილობრივი გულშემატკივრის ფავორიტის, უროშ მედიჩისა და გამოცდილი ვეტერანის, დანიელ როდრიგესის დაპირისპირება იქნება. მედიჩისთვის ეს UFC-ში პირველი მთავარი ღონისძიებაა.
UFC Belgrade სპეციალური განრიგით გაიმართება. პრელიმები 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო მთავარი ბარათი - 21:00 საათზე.
უროშ მედიჩი vs დანიელ როდრიგესი
ისტორიული ღონისძიების მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონაში გაიმართება. ერთმანეთს რეიტინგის მე-13 ნომერი უროშ მედიჩი (13-3,) და მე-15 ნომერი დანიელ როდრიგესი (20-5) დაუპირისპირდებიან.
მედიჩი საკუთარ სამშობლოში, გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე, ზედიზედ მეოთხე ნოკაუტით გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
იან ბლახოვიჩი vs ნავახო სტირლინგი
თანამთავარ ბრძოლაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და მსუბუქ მძიმე წონის მე-4 ნომერი იან ბლახოვიჩი (29-11-2) ოქტაგონს დაუბრუნდება და დაუმარცხებელ ამომავალ ვარსკვლავს, ნავახო სტირლინგს (10-0) შეხვდება.
ბლახოვიჩის მიზანი ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნებაა.
ალექსანდარ რაკიჩი vs მარჩინ ტიბურა
ქვემძიმე წონის რეიტინგის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ალექსანდარ რაკიჩი (14-6) მძიმე წონაში გადადის და მე-12 ნომერ მარჩინ ტიბურას (27-11) დაუპირისპირდება.
დუშკო ტოდოროვიჩი vs რობერტ ვალენტინი
საშუალო წონის სანახაობრივ დაპირისპირებაში სერბი დუშკო ტოდოროვიჩი (13-6) The Ultimate Fighter-ის 32-ე სეზონის ფინალისტს, შვეიცარიელ რობერტ ვალენტინს (12-6, 1 NC) შეხვდება.
ვლასტო ჩეპო vs გილბერტ ურბინა
საშუალო წონაში UFC-ის დებიუტანტი ვლასტო ჩეპო (14-3) ორგანიზაციაში 100%-იანი ფინიშების მაჩვენებლით მოდის და გილბერტ ურბინას (7-5) დაუპირისპირდება.
ჩეპოს კარიერაში 14 გამარჯვებიდან 13 პირველივე რაუნდში აქვს მოპოვებული და UFC-ის დებიუტშიც იმავე შედეგის გამეორებას ეცდება.
მილოშ იანიჩიჩი vs ნოაჰ გიუნიონი
მთავარ ბარათს ორი დებიუტანტის დაპირისპირება გახსნის. მსუბუქი წონის ფინიშერი მილოშ იანიჩიჩი (19-3) ფრანგ ნოა გიუნიონს (9-2) შეხვდება, რომელმაც ბოლო სამივე გამარჯვება პირველივე რაუნდში მოიპოვა.