19 აგვისტოს სტარტს აიღებს ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის შერეულ წყვილთა ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობას 16 წყვილი მიიღებს, უკვე ცნობილია გათამაშების ბადე და თუ ვინ შეხვდებიან ერთმანეთს.
ჯესიკა პეგულა და ჯეკ დრეიპერი - ემა რადუკანუ და კარლოს ალკარასი
ოლგა დანილოვიჩი და ნოვაკ ჯოკოვიჩი - მირა ანდრეევა და დანიილ მედვედევი
იგა შვიონტეკი და კასპერ რუუდი - მედისონ კისი და ფრანსის ტიაფო
ნაომი ოსაკა და გაელ მონფილსი - კეიტი მაკნელი და ლორენცო მუზეტი
კატერინა სინიაკოვა და იანიკ სინერი - ბელინდა ბენჩიჩი და ალექსანდერ ზვერევი
ტეილორ თაუნსენდი და ბენ შელტონი - ამანდა ანისიმოვა და ჰოლგერ რუნე
ვენუს უილიამსი და რაილი ოპელკა - კაროლინა მუხოვა და ანდრეი რუბლევი
სარა ერანი და ანდრეა ვავასორი - ელენა რიბაკინა და ტეილორ ფრიცი
შერეულ წყვილთა ტურნირი 21 აგვისტოს დასრულდება, შემდეგ კი კაცთა და ქალთა ერთეული თანრიგების ძირითადი ბადეები დაიწყება.
