• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
უსამართლობა ბარსელონას მიმართ? - ვინ ამოაგდეს ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან
ფეხბურთიფეხბურთი

უსამართლობა ბარსელონას მიმართ? - ვინ ამოაგდეს ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან

08 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოქროს ბურთის 2026 წლის 30 ნომინანტის დასახელებამ ბარსელონაში შერეული ემოციები და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.


მართალია, საუკეთესოთა შორის ლამინ იამალი და პაუ კუბარსი მოხვდნენ, თუმცა სიას მიღმა დარჩა კატალონიელთა ორი მთავარი ვარსკვლავი - პედრი და რაფინია.

კატალონიურმა გამოცემა Sport-მა ამ ფაქტს უსამართლობა უწოდა. გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაუგებარია იმის ფონზე, რომ წინა გამოკითხვაში რაფინია მეხუთე, ხოლო პედრი მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. ბარსელონას გულშემატკივრებისთვის წარმოუდგენელია, რატომ ვერ მოიძებნა მათთვის ადგილი მაშინ, როცა სიაში მოხვდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან სადიო მანე, ხულიან კინიონესი და დაიო უპამეკანო.

გასულ სეზონში პედრიმ ბარსელონას მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის გუნდის მთავარი ძრავა იყო ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგებაში. რაფინიას სტატისტიკაც შთამბეჭდავი იყო - 33 მატჩში ბრაზილიელმა 21 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთმა მათგანმა ვერ იბრწყინა (ესპანეთის ნაკრებში პედრის პოზიციაზე ფაბიანს ენდობოდნენ, ბრაზილია კი ტურნირის იმედგაცრუება გახდა), ორივე ფეხბურთელი ჰანსი ფლიკის ფორმაციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.


ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ეს დაუფასებლობა მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება. კატალონიელთა მთავარი იმედი კი ოქროს ბურთზე 19 წლის ლამინ იამალი იქნება, რომელმაც პრესკონფერენციაზე პირად აღიარებაზე წინ გუნდური წარმატება დააყენა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ლა ლიგა
პედრი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენდრიკი პრემიერ ლიგაში? - რომელი გრანდი ინტერესდება ბრაზილიელით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენდრიკი პრემიერ ლიგაში? - რომელი გრანდი ინტერესდება ბრაზილიელით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე რეალს ტოვებს? - როგორ დაისჯება ფეხბურთელი ამ შემთხვევაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე რეალს ტოვებს? - როგორ დაისჯება ფეხბურთელი ამ შემთხვევაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიომ რეალში დაძაბულობის აღმოფხვრა ვერ შეძლო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიომ რეალში დაძაბულობის აღმოფხვრა ვერ შეძლო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დასცინა ატლეტიკომ მადრიდის რეალს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დასცინა ატლეტიკომ მადრიდის რეალს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სთ წინ

ენდრიკი პრემიერ ლიგაში? - რომელი გრანდი ინტერესდება ბრაზილიელით?

News image

14 სთ წინ

მბაპე რეალს ტოვებს? - როგორ დაისჯება ფეხბურთელი ამ შემთხვევაში?

News image

14 სთ წინ

მოურინიომ რეალში დაძაბულობის აღმოფხვრა ვერ შეძლო?

News image

7 სთ წინ

როგორ დასცინა ატლეტიკომ მადრიდის რეალს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება