ოლექსანდრ უსიკმა თავისი გეგმები კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით შეცვალა და კარიერის გაგრძელებას 2026 წლის შემდეგაც აპირებს.
მძიმე წონის უდავო მსოფლიო ჩემპიონმა ადრე განაცხადა, რომ კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებდა - შეხვედრას, რომელიც შემდეგი წლისთვის იყო დაგეგმილი.
38 წლის უსიკმა თავის უკანასკნელ ბრძოლაში დენიელ დუბუა უემბლის სტადიონზე ნოკაუტით დაამარცხა. ის მიიჩნევს, რომ კიდევ ორი წლის განმავლობაში შეძლებს კონკურენტულ ბრძოლას.
„მე ვიბრძოლებ მანამ, სანამ 41 წლის არ გავხდები, შემდეგ კი სპორტულ აკადემიას ავაშენებ. იქ ვივარჯიშებ და სხვებსაც გავწვრთნი.“ - უთხრა უსიკმა საკუთარ ვებგვერდს Ready to Fight.
ზურგის ტრავმამ უსიკი წლის ბოლომდე ჩამოაშორა რინგს, თუმცა ის უკვე ვარჯიშობს და დაბრუნებისთვის ემზადება. მისი დაბრუნება 2026 წელს არის დაგეგმილი.
„მომავალ წელს დავბრუნდები და, თუ ღმერთი ინებებს, მოვიგებ.“ - განაცხადა ლეგენდარულმა უკრაინელმა.