ვირჯილ ვან დაიკმა პსჟ-სთან მარცხის (0:2) შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის დღევანდელი სეივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„იმედია, ეს ამ წყვილში გადამწყვეტი აღმოჩნდება. ცხადია, გასულ წელს აქ ვითამაშეთ მატჩი, რომელიც უნდა წაგვეგო, მაგრამ მოვიგეთ.
ვან დაიკი: „ამ მატჩს მხოლოდ ერთი პოზიტივი აქვს"
ალის [ალისონ ბეკერს], ალბათ, თავისი კარიერის საუკეთესო თამაში დასჭირდა, თუმცა ენფილდზე საქმე ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ.
ახლა ორმატჩიან დუელში 0:2-ს ვაგებთ და მომავალ კვირას განსაკუთრებული პერფორმანსი დაგვჭირდება“. — ციტირებს ნიდერლანდელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
გიორგი მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში 4 სეივი განახორციელა, საიდანაც ერთი — ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ.