VIDEO: 9 მატჩში 8 მოგება - მამუს ტორონტო მაგარ ფორმაშია და მე-3 ადგილზე აინაცვლა
18 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი წარმატებულ თამაშს აგრძელებს და მორიგი შეხვედრა შარლოტ ჰორნეთსის წინააღმდეგ მოიგო. კანადელებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს - 110:108.
მასპინძელთა შორის საუკეთესო ბრენდონ ინგრამი (27 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი) იყო, იმანუელ ქვიქლიმ (15 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი), ხოლო არ ჯეი ბერეტმა და სკოტ ბარნსმა გუნდს 16-16 ქულა შესძინეს.
აღსანიშნავია, რომ ბარნსმა ტორონტოს ისტორიის ახალი რეკორდი დაამყარა და მინიმუმ 1-1 ჩაჭრა და ბლოკი ზედიზედ მე-10 შეხვედრაში მიითვალა. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ვინს კარტერს, რომელმაც 1999 წლის აპრილში ანალოგიური შედეგი ზედიზედ 9 თამაშში დააფიქსირა.
სანდრომ პარკეტზე 14:50 წუთი გაატარა - 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი. 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. 1-1 ბლოკი და დაკარგვა ჰქონდა.
რეპტორსი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და უკანასკნელი 9-დან 8 თამაში მოიგო. შედეგად, 14 ტურში 9 გამარჯვება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილამდე აინაცვლა.
მამუს გუნდი მომდევნო შეხვედრას, 20 ნოემბრის 04:00 საათზე, ფილადელფიას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.